30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ჰორმუზის სრუტეში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გასულ კვირას გაფორმებული მემორანდუმის დარღვევაში დაადანაშაულა. ტრამპის განცხადებით, თეირანმა გემების მიმართულებით ოთხი „საბრძოლო დრონი“ გაუშვა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთმა დრონმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დიდი ზომის სატვირთო გემის ზედა გემბანს, თუმცა გემმა სვლის გაგრძელება შეძლო.

ტრამპის მტკიცებით, აშშ-მა დარჩენილი სამი დრონი ჩამოაგდო.

 „Truth Social“-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნული ქმედება „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგუნურ დარღვევად“ შეაფასა, თუმცა კონკრეტული ზომები ან შესაძლო შედეგები არ დაუზუსტებია.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ციხესთან ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრებს ჰგონიათ, რომ ერთადერთი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის გიორგი გახარია და მისი ბედი