21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში მცურავ გემებზე, სულ მცირე, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა თავდასხმა.

აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ძვირად ღირებული გემის გემბანს მოხვდა, რომელსაც ტვირთი გადაჰქონდა.

„დაზიანდა, მაგრამ გემმა შეძლო გზის გაგრძელება. ჩვენ ჩამოვაგდეთ კიდევ სამი დრონი. ეს, რა თქმა უნდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უაზრო დარღვევაა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 920-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ელენე ხოშტარია სტერილურ გარემოში მკურნალობას საჭიროებს