21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ტრამპი: ირანს ბირთვული იარაღი თუ ექნება ახლო აღმოსავლეთი და ისრაელი გაქრება, შემდეგ ალბათ ევროპას დაარტყამენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი და თუ ექნებათ, ახლო აღმოსავლეთი გაქრება, ისრაელი გაქრება და ალბათ შემდეგ ევროპას დაარტყამენ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი მთელი მსოფლიოს ინტერესებს ემსახურება და სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც ძალაუფლება აქვთ, ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეს.

„ფიქრობენ, რომ მე ამით დავიღლები, ან მომბეზრდება, ან რაიმე ზეწოლა იქნება, მაგრამ ზეწოლა არ არის. საერთოდ არანაირი ზეწოლა არ არის. ჩვენ სრულ გამარჯვებას მივაღწევთ. თეორიულად, ჩვენ უკვე მივაღწიეთ სრულ გამარჯვებას სამხედრო თვალსაზრისით. შეხედეთ, მათი ფლოტი მკვდარია. მათ ჰყავდათ ას ორმოცდაცხრამეტი გემი. ამჟამად მათ არაფერი ჰყავთ, გარდა პატარა სწრაფმავალი ნავებისა, რომლებიც ჩვენ დღეში რვას ვანადგურებთ. მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები. მათ არ ჰყავთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. მათ არ აქვთ რადარი. გულწრფელად რომ ვთქვათ, მათი ლიდერები მოკლეს პირველ დონეზე, მეორე დონეზე და ნახევარი მესამე დონეზე. შემდეგ ისინი ბრუნდებიან და მოლაპარაკებას სურთ და სულელურ წინადადებას გვთავაზობენ. ეს სულელური წინადადებაა და არავინ მიიღებს მას, თუმცა ობამა მიიღებდა, ბაიდენი მიიღებდა. რაც მათ მიიღეს, გაცილებით უარესი იყო. ამიტომ, ჩვენ ორჯერ შევაჩერეთ ისინი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ირანის ხელისუფლებაში ორი ჯგუფია: ზომიერები და გიჟები. მისივე თქმით, ზომიერები უფრო პატივსაცემი არიან, გიჟებს კი ბოლომდე ბრძოლა სურთ.

banner
წინა სტატიაშივისურვებდი პატრიარქმა შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიამეუფე ისაია: “მე რაც შემეძლო, ის გავაკეთე და ახლა უკეთესი სხვამ გააკეთოს”- ეს სიტყვები ანდერძიცაა და უდიდესი ნდობაც