ირანს მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ ინფორმაცია აშშ-სთვის არ მიუწოდებია,_ ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ეს მოსალოდნელია, რადგან ისინი უკეთესი მომლაპარაკებლები არიან, ვიდრე მებრძოლები. თუმცა, ამის შესახებ ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ” ,_ თქვა ტრამპმა NBC News-სთან სატელეფონო ინტერვიუში.
ტრამპის განცხადებით, საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება, თუმცა ირანის მხრიდან აშშ-სთან შეტყობინებების გაცვლის შეწყვეტა დაბომბვის განახლებას არ ნიშნავს: „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქ ბომბების ჩამოყრას დავიწყებთ“.
ირანულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებები შეაჩერა, მიზეზად კი ლიბანში ისრაელის ქმედებები დაასახელა.















