აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი მზად არ არის, უარი თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე.
ტრამპის თქმით, პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები „კარგად წარიმართა და პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმება მიღწეულია“. თუმცა, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ვერ შედგა.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეთანხმებული პუნქტები შესაძლოა, სამხედრო ოპერაციების გაგრძელებაზე უკეთესიც კი იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ვიდრე ბირთვული საკითხი არ მოგვარდება.
„ირანს არასდროს არ ექნება ბირთვული იარაღი“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.















