აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა სრულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე. ამის შესახებ მან კანადიდან დაბრუნებისას ლაინერზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ირანელ ოფიციალურ პირებთან მოსალაპარაკებლად ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ან სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი გაგზავნოს.
„შესაძლოა“, – თქვა მან და დასძინა, რომ „ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება ვაშინგტონში დაბრუნებისას“, – აცხადებს ტრამპი.