30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ტრამპი: ირანის წინააღმდეგ სანქციებს მოვხსნით თუ კარგად მოიქცევიან

სანქციები არასდროს მისცემს ირანს აღდგენის შესაძლებლობას, სიღატაკეში იქნებიან, 91 მილიონი ადამიანი იშიმშილებს – როდესაც კარგად მოიქცევიან, მათ გავაუქმებთ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა “დიდი შვიდეულის” სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სანქციები გვაქვს, რომლებიც არასდროს არ მისცემს მათ აღდგენის შესაძლებლობას. ფული არ ექნებათ. სიღატაკეში იქნებიან. მაშინ 91 მილიონი ადამიანი იშიმშილებს. ასე რომ, რაღაც მოხდება მხოლოდ, მაშინ თუ კარგად დაიწყებენ მოქცევას”, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, “როდესაც კარგად მოიქცევიან, მათ [სანქციებს] გავაუქმებთ, მოგვიწევს”.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაგრძელების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ასეთი მიდგომა სერიოზულ სირთულეებს გამოიწვევდა ეკონომიკისთვის.

“რასაც არ მინდა მოვესწრო – ეკონომიკური კატასტროფაა. ასე თუ გააგრძელებთ მოქმედებას, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს”, – განაცხადა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს კვირებისა და წლების განმავლობაში შეუძლია ირანის დაბომბვების გაგრძელება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში არ შეთანხმდებიან, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე: სააკაშვილი პირველ რიგში უნდა დაკავდეს საკუთარი პარტიის შესაძლებლობების მაქსიმუმთან მიახლოებით
შემდეგი სტატიატრამპი: თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში არ შეთანხმდებიან, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს