14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ტრამპი: ირანის მიერ აშშ-ის ბაზებზე თავდასხმას მკაცრად ვუპასუხებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმებს მკაცრად უპასუხებს.

დონალდ ტრამპის თქმით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიშები უპასუხოდ არ დარჩება.

„მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. პასუხი აუცილებლად იქნება,“ — აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ირანს შეთანხმების მიღწევის მიზნით შეხვედრის გამართვა სურს, თუმცა დასძინა, რომ თეირანის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:

„თუმცა, არ ვიცი მათთან შეთანხმებაზე იმედის დამყარება შეიძლება თუ არა. სანქციები [ირანის წინააღმდეგ] ძალიან ძლიერად მოქმედებს,“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჟილინი და დავით კვეშელავა-კვაჭაძე 4 000-4 000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ირაკლი კობახიძემ იცის, რომ ეს გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლის მისთვის უკანასკნელი შანსია