აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ ობიექტებზე დამატებით დარტყმებს განიხილავს.
ამის შესახებ სტატიას გამოცემა Axios ავრცელებს და წერს, რომ ტრამპი განიხილავს თავდასხმას მათ შორის მიწისქვეშა წერაქვის მთის კომპლექსზეც.
მათივე ცნობით, ადმინისტრაციამ ისრაელს აცნობა, რომ დამატებით, აპირებს საწვავის შემავსებელი ავიაციის გაგზავნას, რადგან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გაფართოებას განიხილავს. როგორც Axios წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ოფიციალური პირების განცხადებით, ესკალაცია უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი















