აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული განიარაღების პროცესი წარმატებულ ფაზაშია.
მან დადებითად შეაფასა კატარში გამართული აშშ-ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია კარგად მიმდინარეობს.
ტრამპის თქმით, თეირანმა დიდი პროგრესი აჩვენა. პარალელურად, დოჰაში მხარეებს შორის ტექნიკური შეხვედრები გრძელდება, სადაც ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნავიგაციასა და ხანგრძლივ ზავზე მსჯელობენ.

















