„ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, კვლავ გარიგება დავდოთ. თუ ეს არ მოხდება, ძველ გზას დავუბრუნდებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო საუბარში
აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს გამდიდრებული ურანის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას.
„თუ დაგვთანხმდებიან – დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდებიან – დავბომბავთ“, – აღნიშნა მან.
ამასთან, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება დაიდოს ჩინეთში მის ჩასვლამდე, მომავალ კვირაში.
„იდეალური იქნებოდა. სავალდებულო არ არის, მაგრამ იდეალური იქნებოდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
















