15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ტრამპი: ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია.

თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში გამართულ ღონისძიებაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს „არანაირი შანსი არ აქვს და არც არასდროს ჰქონია“.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის ხელმძღვანელობა მასთან საუბრისას ამას პირადად აღიარებს, თუმცა მედიასთან საპირისპიროს ამბობს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული ბლოკადა ეფექტურად მუშაობს, რადგან სრუტეში არცერთ ირანულ გემს არ გაუვლია.

„ირანს სურს შეთანხმების დადება. ისინი თამაშობენ, მაგრამ, მოდით, გეტყვით, რომ მათ სურთ შეთანხმების დადება“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ჰორმუზის სრუტის საკითხზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მის გახსნასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს აფორმებს. დონალდ ტრამპი ასევე დადებითად აფასებს ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას შედგება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპარლამენტის ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა