27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ტრამპი: ირანი გაყინული აქტივების გამოყენებით აშშ-სგან სურსათს შეიძენს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს, იმას გააკეთებს, რაც საჭიროა.

„სრუტე სრულიად ღიაა. ჩვენ ორი რამ გვაქვს: ღია სრუტე და ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ირანი გაყინული აქტივების გამოყენებით აშშ-სგან სურსათს შეიძენს.

„მათ 91 მილიონი ადამიანი ჰყავთ და მათი გამოკვება არ შეუძლია. გაყინული თანხა სურსათის შესაძენად იქნება გამოყენებული. ისინი სურსათს ჩვენი ფერმერებისგან შეიძენენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს პარლამენტში სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუსმენენ
შემდეგი სტატიამოჰამედ ბაგერ ღალიბაფი: ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას