17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ტრამპი: ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად, ვენესუელისგან შეიძენს… ჩინეთს შეუძლია, შეთანხმებას შეუერთდეს

ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად, ვენესუელისგან შეიძენს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა.

„ჩვენ შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. შეთანხმების კონცეფციაზე უკვე შევთანხმდით“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელისგან ნავთობს ჩინეთიც შეიძენს.

„ჩინეთს შეუძლია შეთანხმებას შეუერთდეს და ნავთობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმება გაფორმდება. ჩვენ ამას მივესალმებით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: არავის აზრად არ მოუვიდეს ჩემი ოჯახით და ჩემი შვილებით ჩემთან ანგარიშსწორება
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა რუსეთის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს