29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ტრამპი: ჰორმუზის სრუტის გავლისთვის გადასახადი არ დაწესდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის გავლისთვის გადასახადი არ დაწესდება. ამის შესახებ ის Truth Social-ზე წერს.

„ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი. არც 60-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იქნება გადასახადები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმება არ გაფორმდება იმ მომსახურებისთვის, რომელიც აშშ-მა გაუწია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, როგორც მათმა „მფარველმა ანგელოზმა“ წარსული, მიმდინარე და მომავალი ხარჯების ანაზღაურების მიზნით“,-დაწერა ტრამპმა

ამის მიუხედავად, გუშინ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის საზღვაო ძალებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია:
“არ მიუახლოვდეთ ჰორმუზის სრუტეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება“.
ირანული მხარის განცხადებით, აშშ-მა და ისრაელმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს, რის გამოც ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტეს. სრუტე ირან-აშშ-ს შორის, 18 ივნისს 14-პუნქტიანი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ თავად ისრაელს ოფიციალურად არასდროს განუცხადებია, რომ ცეცხლს შეწყვეტდა ან ამერიკა-ირანის შეთანხმების პირობებს შეუერთდებოდა.

banner
წინა სტატიაშიReuters: ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქერჩში ნავთობის ტერმინალს ხანძარი გაუჩნდა