33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ტრამპი: ჰორმუზის სრუტე ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ამერიკის შეერთებული შტატების კონტროლქვეშ იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ალბათ, ჩვენ მას ვმართავთ. ჩვენ სრუტის მცველი გავხდებით. შესაძლოა, ამას სრუტის მფარველი ანგელოზიც კი ვუწოდოთ. ამისთვის კი ჩვენი თანხით ანაზღაურება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, აშშ ირანს კვლავ ძლიერად დაარტყამს.

„გუშინ ღამით მათ ძლიერად დავარტყით. ჩვენ შეთანხმება გვქონდა. ეს არავინ იცის, მაგრამ ჩვენ შეთანხმება გვქონდა და მათ ის დაარღვიეს. ისინი შეთანხმებას ყოველთვის არღვევენ, ამიტომ, ჩვენ მათ ძლიერად დავარტყამთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: პარიზში დაგეგმილ “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე უკრაინა ახალ ანტიბალისტიკურ პროგრამას წარადგენს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები – დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე