ტრამპი: გერმანიას აშშ-ს და ნატოს ბევრი ვალი მართებს

გერმანიამ აშშ-ს და ნატოს ბევრი ფული უნდა დაუბრუნოს – დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა. “რასაც არ უნდა ამბობდნენ მოგონილი ნიუსები, მე ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან” – დაწერა ტრამპმა. მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა დაამატა, რომ გერმანიას აშშ-ს და ნატოს ვალი აქვს, რომელიც უნდა დააბრუნოს.
შეგახსნებთ, რომ გუშინ, 17 მარტს გაიმართა მერკელი-ტრამპის შეხვედრა.

banner
წინა სტატიაში(video) ლუგანსკის წარმოების ტყვიები ქართულ იარაღის მაღაზიებში
შემდეგი სტატიაგალის რაიონში ტერაქტი მოხდა