6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ტრამპი: გავიგე, Starlink-ზე ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ თუ ასე არ არის, ილონ მასკს დაველაპარაკები

გავიგე, Starlink-ზე ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, თუ ასე არ არის, ილონ მასკს დაველაპარაკები,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან.

ტრამპმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაზე.

“მელანიას სურს ბავშვების გადარჩენა და ეს მისი მთავარი მიზანია. ძალიან ბევრს მუშაობდა ამაზე. სურს, ჩვილები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. სხვათა შორის, ძალიან რთულ ადგილას ცეცხლის შეწყვეტაზე იმუშავეს, მან შესანიშნავი სამუშაო გაწია“,- აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე: ჩვენი მთავარი მოტივაციაა, ხალხს დავანახოთ სარჩელის აბსურდულობა
შემდეგი სტატიაზელენსკი: Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაშია