30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ტრამპი: ევროპული ტურნე დიდი წარმატებით დასრულდა — ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპაში მისი ოფიციალური ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა.

მისივე თქმით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი მიღწევა არის იმის ხაზგასმა, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, აშშ-ის ეკონომიკა უმჯობესდება, ნავთობის ფასები კი ეცემა.

„45 წუთში საფრანგეთიდან პრესკონფერენციას გავმართავ. შემდეგ ვერსალში გავემგზავრები ფრანგ და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად სავახშმოდ და დღეს საღამოს სახლში დავბრუნდები. მოგზაურობა დიდი წარმატებით დასრულდა, მაგრამ ძირითადად, რაზეც ხალხს საუბარი სურდა, არის ის ფაქტი, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება. შესანიშნავი ციფრებია ყველა კატეგორიაში შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის. დღეს უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ოდესმე უმუშავია. 19.1 ტრილიონზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება აშშ-ში ქარხნებსა და სხვა ყველაფერში, მაგრამ, რაც მთავარია, საფონდო ბირჟის ბოლოდროინდელი მაჩვენებლები ძალიან მაღალია და, ასევე ნავთობის ფასები ეცემა“, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ გაეროს 159 რეკომენდაციას მხარი დაუჭირა, ხოლო 148 უარყო — რას ეხება მიღებული და დაბლოკილი დოკუმენტები
შემდეგი სტატია“ხალხმა თანხა წყალში გადაყარა” – თეთრაძე ტუროპერატორების რეგისტრაციის წესის ცვლილებაზე