26.6 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ტრამპი: ევროპამ, შეხვედრაზე, რომელიც ზელენსკისთან ჰქონდა, პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეუძლიათ სამუშაოს შესრულება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ სურს მშვიდობა.

„თრუს სოშიალზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპს გაზიარებული აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის.

„ეს არის საშინელი განცხადება, რომელიც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას აღარ აიტანს დიდხანს. ეს არის ის, რასაც მე ვამბობდი, ამ კაცს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს. ევროპამ, შეხვედრაზე, რომელიც ზელენსკისთან ჰქონდა, პირდაპირ განაცხადა, რომ არ შეუძლიათ სამუშაოს შესრულება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. ალბათ არც ისე კარგი განცხადებაა რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რაზე ფიქრობენ ისინი?“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ-ის მხრიდან მინერალების შესახებ შეთანხმება საკმარისი არ არის. სტარმერის თქმით, ამ ომში აგრესორი არის რუსეთი.

banner
წინა სტატიაშიკირ სტარმერი – აშშ-ის მხრიდან მინერალების შესახებ შეთანხმება საკმარისი არ არის, მინდა, შევახსენო მათ, რომ აგრესორი არის რუსეთი, ზელენსკი კი – ომის ლიდერი, რომლის ქვეყანაშიც შეიჭრნენ
შემდეგი სტატიალავროვმა ზელენსკის „ებრაელი ხალხის მოღალატე“ უწოდა