ტრამპი – ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს უკრაინაში, რასაც აშშ ხარჯავს

ევროპამ იმდენი უნდა დახარჯოს უკრაინაში, რასაც აშშ ხარჯავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ევროპას ამერიკაზე ბევრად მეტი საფრთხე აქვს.

„მათი ეკონომიკა დაახლოებით იგივე ზომისაა, თუ ყველას გავაერთიანებთ, მათი ეკონომიკა ძალიან ახლოს არის ჩვენს ეკონომიკასთან. გარდა ამისა, მათ ჩვენზე ბევრად მეტი საფრთხე ემუქრებათ. ჩვენ შორის ოკეანეა, მათ შორის კი არა. ევროპა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარით ნაკლებს ხარჯავს უკრაინისთვის ფულის გადაცემაში და მე ვთქვი, რომ ეს არის ის, რასაც ნამდვილად უნდა მივხედოთ. ეს მხოლოდ „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დღის წესრიგის წინსვლაა. ეს არ არის ანტიუკრაინული დღის წესრიგი. ვფიქრობ, ეს ძალიან უსამართლოა ამერიკის მიმართ. ძალიან უსამართლოა ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელის მიმართ, როდესაც ჩვენ ვხარჯავთ მთელ ფულს, ან ფულის უმეტეს ნაწილს. ევროპამაც უნდა დახარჯოს. ვამბობ, უნდა გაათანაბრონ. უნდა გაათანაბრონ მასთან, რაც ჩვენ დავხარჯეთ. მათ ეს უნდა გააკეთონ და გააკეთებენ ამას, ისევე როგორც გააკეთეს ნატო-სთან დაკავშირებით. ისინი ამას გააკეთებენ, თუ ვინმე იქნება რომ ეს უთხრას. როგორ ფიქრობთ, ბაიდენი მოუწოდებს მათ და ეტყვის, რომ უნდა გაათანაბრონ? არა მგონია, რომ მას ეს ოდესმე უთქვამს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – იდეა მაქვს, რომ როზნერი და მოშე ვაჩხუბოთ, ამით შევარბილებდით პოლიტიკურ პოლარიზაციას და გავერთობოდით
შემდეგი სტატიამათიკაშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება და ვითომ სიდუხჭირის რეკლამირებაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხდიათ