“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირი არ ასრულებს ჩვენს შორის სრულად შეთანხმებულ სავაჭრო გარიგებას, მომავალ კვირას გავზრდი ტარიფებს ევროკავშირიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოსულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე. ტარიფი 25%-მდე გაიზრდება.
სრულად არის გააზრებული და შეთანხმებული, რომ თუ ისინი მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს აშშ-ის ქარხნებში აწარმოებენ, ტარიფი იქნება ნულოვანი. ამჟამად მშენებლობის პროცესშია მრავალი ავტომობილისა და სატვირთოს მწარმოებელი ქარხანა, რაშიც 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული, ეს არის რეკორდი მსუბუქი და სატვირთო მანქანების წარმოების ისტორიაში.
ეს ქარხნები, რომლებიც ამერიკელი მუშახელით იქნება დაკომპლექტებული, მალე გაიხსნება, მსგავსი რამ ამერიკაში აქამდე არასდროს მომხდარა!”,_ წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

















