ტრამპი ესპანეთს ტერაქტის გამოძიებაში დახმარებას ჰპირდება

აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, ესპანეთს ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში დაეხმაროს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ესპანეთის პრემიერმინისტრ მარიანო რახოისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის, მხარდაჭერა გაუწიოს ესპანეთს ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში.

ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტი ტრამპი ესპანეთის პრემიერმინისტრს ამ თავდასხმის გამოძიებაში, მისი ორგანიზატორების და თანამზრახველების პასუხისგებაში მიცემაში აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერის გაწევას დაპირდა,“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერიცვალებას აღნიშნავს
შემდეგი სტატიაბათუმში აფეთქების დროს დაშავებული გარდაიცვალა