პუტინს ვესაუბრე, მაგრამ საუბარი ამით არ დაწყებულა, ჩვენ სხვა საუბრებიც გვქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Washington Examiner-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ეს არ იყო ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტთან მისი პირველი საუბარი.
„რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ეს დიდი რამ არის, დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე. ვფიქრობ, ეს რაღაც კარგის დასაწყისია. რეალურად, დასაწყისი სამი ან ოთხი კვირის წინ იყო. იცით, მე ვესაუბრე პუტინს, მაგრამ საუბარი ამით არ დაწყებულა. ჩვენ სხვა საუბრებიც გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.