ტრამპი ერთ-ერთ მოადგილედ Fox News-ის თანამშრომელს ნიშნავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელეარხ Fox News-ის თანამშრომელი კეტლინ მაკფარლენდი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მის მრჩევლად დანიშნოს. ამის შესახებ Fox News იტყობინება.

მაკფარლენდი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში Fox News-ის ანალიტიკოსად მუშაობს. იქამდე, ის მუშაობდა პრეზიდენტების – რიჩარდ ნიქსონის, ჯერალდ ფორდისა და რონალდ რეიგანის ადმინისტრაციებში.

მაკფარლენდი ადასტურებს, რომ ტრამპის შეთავაზება მიიღო.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კეტლინ მაკფარლენდი ფლობს დიდ გამოცდილებასა და ბუნებრივ ნიჭს, რაც მის გუნდს გააძლიერებს.

banner
წინა სტატიაშიბრენდირებული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა