ტრამპი ერდოღანისაგან დაპატიმრებული მღვდლის გადმოცემას ითხოვს

16 მაისს ვაშინგტონში შემდგარი აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასული წლის ოქტომბერში თურქეთში დაპატიმრებული პროტესტამტი მღვდლის ბრანსონის ბედით დაინტერესდა.
თურქული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებული ფეტულაჰ გიულენის მხარდაჭერის ბრალდებით დაპატიმრებული ამერიკელი პროტესტანტი მღვდლის განთავისუფლება და გადმოცემა თხოვა.
თურქეთის ქალაქ იზმირის პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ანდრეუ ბრანსონი ამერიკის მოქალაქეა და ის 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თურქეთში. გასულ წელს, ის ამბოხებულებისადმი დახმარების ბრალდებით მეუღლესთან ერთად დააკავეს, თუმცა მეუღლე მოგვიანებით გაანთავისუფლეს თურქმა სამართალდამცავებმა.
თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში, არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა პირობა ან პასუხი მისცა ამ თხოვნაზე ტრამპს – ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე შესაძლოა, სპიკერობიდან გადადგეს? – რა ხმები ვრცელდება „ოცნების“ კულუარებში
შემდეგი სტატიაჰერბერტ ზალბერი შესაძლოა, ჟენევის მოლაპარაკებებს ჩამოშორდეს