15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ტრამპი: დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები – დაიდება თუ არა ირანთან შეთანხმება

დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები – დაიდება თუ არა ირანთან შეთანხმება, რომელიც მათ ხელახლა აშენების საშუალებას მისცემს და იმაზე გაცილებით დიდებულ ქვეყანას შექმნის, ვიდრე ოდესმე ყოფილა, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოშიც კი ერთ-ერთ უდიდესსაც?,– თქვა ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

,,თუ ისლამურ რესპუბლიკას გავანადგურებ და ამას სწრაფად ვიზამ, რათა ხალხისა და ქვეყნების განადგურებისა და მოკვლის შანსი არასდროს მივცე? ჯოჯოხეთში გავგზავნი გადარჩენის შანსისა და თაობათა განმავლობაში მომავალი სიდიადის იმედის გარეშე?

თუმცა, მჯერა, რომ არჩევნების შემდგომ შეთანხმებას დაუყოვნებლივ მივაღწევთ, რადგან მათი მხრიდან აბსურდულია, რომ ასე არ მოიქცნენ. ისინი იცდიან, რათა ნახონ, რა შედეგი მექნება შუალედურ არჩევნებში. იმას ვერ ხვდებიან, რომ მე არ ვმონაწილეობ. ეს უკვე გავაკეთე და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე.

ჩვენ უზარმაზარი უპირატესობით გავიმარჯვეთ და აქ ორწელიწადნახევარი ვიქნები. რესპუბლიკური პარტია მონაწილეობს და მათ დავეხმარები, მაგრამ მე არ ვმონაწილეობ. როდესაც საქმე ირანს ეხება, არჩევნებზე ყურს საერთოდ არ ვუგდებ და არც დავუგდებ. აზრადაც არ მომდის. მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება” [ტაბულას თარგმანი],- თქვა ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიახალციხის მერია თემურ თათარაშვილს კონცერტისთვის 10 000 ლარს გადაუხდის
შემდეგი სტატიაანდრო ჭიჭინაძე: 21-ე საჯარო სკოლა არ არის სივრცე სადაც ბავშვები გარკვეულ ინფორმაციას იღებენ, ის არის ადგილი სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად