16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ტრამპი: დღეს ირანზე ძალიან მძიმე დარტყმები განხორციელდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აანონსებს, რომ დღეს ირანზე ძალიან მძიმე დარტყმები განხორციელდება.

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, განიხილება სამიზნე ტერიტორიებისა და ადამიანთა ჯგუფების გაფართოება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

“ირანმა, რომელიც ჯოჯოხეთურ დღეშია, ბოდიში მოიხადა, თავის ახლო აღმოსავლელ მეზობლებს დანებდა და პირობა დადო, რომ მათ ცეცხლს აღარ გაუხსნის. ეს პირობა მხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის შეუჩერებელი შეტევების გამო დაიდო. მათ ახლო აღმოსავლეთის ხელში ჩაგდება და მართვა სურდათ. ათასობით წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ირანი გარშემო მყოფ ახლო აღმოსავლურ ქვეყნებთან დამარცხდა.

მათ თქვეს: “მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ”. მე ვუპასუხე: “არაფრის!” ირანი აღარ არის “ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელი”, სანაცვლოდ, ის “ახლო აღმოსავლეთის ლუზერია” და ასე იქნება მრავალი ათწლეულის განმავლობაში, სანამ არ დანებდება, ან, უფრო სავარაუდოა, სრულად არ ჩამოიშლება!

დღეს ირანს ძალიან მძიმე დარტყმა მიადგება! ირანის ცუდი ქცევის გამო, სერიოზულად განიხილება იმ ტერიტორიებისა და ადამიანთა ჯგუფების სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი, რომლებიც აქამდე სამიზნედ არ მიიჩნეოდა. გმადლობთ ყურადღებისთვის!” – წერს დონალდ ტრამპი.

7 მარტს ერთი კვირა გვიდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანზე ერთობლივი იერიში მიიტანეს.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ირანის ნაჯაფაბადში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს დაარტყეს
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლას“ თავდასხმები თუ გაგრძელდება, ლიბანი „სრულ ფასს“ გადაიხდის