ტრამპი: დაზვერვამ აღიარა, რომ რუსული კომპრომატის შესახებ მოხსენება ყალბია

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ეროვნულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ მედიაში გამოქვეყნებული დოკუმენტი, თითქოსდა ტრამპის შესახებ არსებულ მაკომპრომიტირებელ ფაქტებზე, ყალბია. როგორც ტრამპი ავრცელებს, ამის შესახებ მას ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა ტელეფონზე უთხრა და მოხსენებას “ტყუილი და გამოგონილი” უწოდა.

უფრო ადრე თვითონ კლეპერმაც აცნობა ჟურნალისტებს, რომ ტრამპთან აღნიშნულ თემაზე იმსჯელა, თუმცა, მის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ის პრეზიდენტთან დიალოგზე საუბრობს, ასეთი კატეგორიული გამონათქვამები არ იყო მოყვანილი. მასში ნათქვამია, რომ კლეპერის უწყებას საფუძველი არა აქვს აღნიშნული დოკუმენტი მტკიცებულებად მიიღოს, თუმცა, მას მოხსენებისთვის სიცრუე არ უწოდებია.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი გადაწყვეტს ჩათვალონ თუ არა რობოტები “ელექტრონულ პიროვნებებად”
შემდეგი სტატიაკოსოვოს ექს-პრემიერი გაანთავისუფლეს, მაგრამ საფრანგეთიდან გასვლა აუკრძალეს