9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ტრამპი დარწმუნებულია, რომ კუბაზე კონტროლს დაამყარებს

მჯერა, რომ კუბაზე კონტროლის დამყარების პატივი მექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთელი ჩემი ცხოვრებაა მესმის აშშ-სა და კუბის შესახებ. როდის გააკეთებს ამას აშშ? ეს დიდი პატივი იქნება. გავათავისუფლებ მას თუ მასზე კონტროლს დავამყარებ – ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია, რაც მსურს. ახლა ეს ქვეყანა ძალიან დასუსტებულია“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება იმის ფონზე გააკეთა, როდესაც კუბაზე ელექტრომომარაგების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

13 მარტს კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული ნავთობის ბლოკადის გამო შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მოსაგვარებლად ჰავანასა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

ამასთან, New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიგელ დიას-კანელის კუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება სურს. გამოცემის წყაროების ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კუბის დელეგაციას ბოლოს გამართული მოლაპარაკებებისას განუცხადეს.

banner
წინა სტატიაში“ჰამასი” და “ჰესბოლა” ათწლეულების განმავლობაში იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს” – გიორგი ტიგინაშვილი
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი