ტრამპი და პუტინი სამუშაო სადილს 11 ნოემბერს გამართავენ

აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები G20-ის სამიტზე, რომელიც არგენტინაში გაიმართება, შეხვედრას გეგმავენ. მანამდე კი ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი 11 ნოემბერს სამუშაო სადილის ფორმატში მოკლე შეხვედრას გამართავენ პარიზში, ელისეის სასახლეში.
როგორც ელოდებიან, ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ნოემბრის ბოლოს “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში შედგება არგენტინაში, სადაც პრეზიდენტები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ – წერს “ამერიკის ხმა”.

banner
წინა სტატიაში“ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი”- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაბრიტანელი იდრის ელბა დედამიწის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს