ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს თებერვალში შეხვდებიან

კიმ ჩენ ინს

კიმ ჩენ ინსაშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეელ ლიდერს კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა შესაძლოა, თებერვალში გაიმართოს. გუშინ ფხენიანის სპეცწარმომადგენლელთან შეხვედრის კომენტირებისას შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ “ეს წარმოუდგენლად კარგი შეხვედრა იყო” და რომ მოლაპარაკებების ყველა წარმომადგენელმა “მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს” – “ამერიკის ხმა” წერს.

“ჩვენ შეხვედრის ჩატარებაზე შევთანხმდით. სავარაუდოდ, ის თებერვლის ბოლოს გაიმართება. ჩვენ სამიტის ჩასატარებლად ქვეყანა ავარჩიეთ. კიმ ჩენ ინი, ისევე, როგორც მე, მოუთმენლად ველოდებით სამიტს” – თქვა დონალდ ტრამპმა შაბათს ჟურნალისტებთან. ამავე დროს, მას არ დაუზუსტებია რომელ ქვეყანაში ჩატარდება შეხვერდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, საუბარია ვიეტნამზე, რომელთანაც ორივე ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს.

banner
წინა სტატიაშილადო მგალობლიშვილმა პირდაპირი ეთერში მინერალური სასუქი ”კარბამიდი” შეჭამა
შემდეგი სტატიაშსს – ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ სასამართლო წესით გამოიკითხებიან