ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდებიან

ჩრდილოკორეელი ლიდერი კიმ ჩენ ინი და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან, შეხვედრა, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.
გასულ წელს ტრამპსა და ინს შორის სიტყვიერს ომს მსოფლიო შეკრული სუნთქვით ელოდებოდა – “ბიბისი” წერს, ამიტომ ორ ლიდერის შეხვედრას უკვე უწოდეს “საერთაშორისო ურთიერთობაში უპრეცენდენტო მოვლენა”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისათვის მზადებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
აშშ-ს პრეზიდენტს კიმ ჩენ ინის წინადადება შეხვედრის შესახებ სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა გადასცეს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კიმ ჩენ ინს სტუმრობდნენ – ამ შეხვედრასაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიტიკოსები და მედია დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს.
სამხრეთკორეელი ლიდერების განცხადებით, კიმ ჩენ ინი მზად არის ატომური გამოცდა დაასრულოს და იდეას კორეის დეატომიზაციის შესახებ მხარი დაუჭიროს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადები დააწესა
შემდეგი სტატიაეს არის ერთგვარი ლუსტრაცია საქართველოს ხელისუფლების