ტრამპი და ირანელი გენერალი “ბეჭდების მბრძანებლების” სტილში უგზავიან პოლიტიკურ გზავნილებს ერთმანეთს

ირანელმა გენერალმა კასემ სულეიმანმა “ინსტაგრამზე” საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სერიალ “ბეჭდების მბრძანებლის” სტილშია გაკეთებული. ადრე, 2 ნოემბერს, იმავე სერიალის სტილში გაკეთებული პოსტერი გამოაქვეყნა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როცა მან ირანის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა.

გენერალი კასემ სულეიმანი ელიტურ ირანულ სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელობს. მის გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც “ბეჭდების მბრძანებლების” პოსტერის ანალოგია, წერია “I will stand against you” (შეიძლება გადაითარგმნოს ასე “შენ მე ვერ გამტეხ”) – “ბიბისი” წერს.
ტრამპის პუბლიკაციის შემდეგ ამერიკულმა არხმა HBO, რომელზეც სერიალი გადის, მოწოდება გააკეთა საკუთარი პროდუქცია და სავაჭრო ნიშანი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები ძალაში 5 ნოემბრიდან შედის. თეთრმა სახლმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, რომ სანქციები იქნება უმკაცრესი, რომელსაც ოდესმე სადმე უმოქმედია და მიმართული იქნება ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წინააღმდეგ. ამავე დროს, სანქციები არ შეეხება ირანთან ხელშეკრულების მონაწილე სხვა ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ირანული ნავთობის იმპორტირება გააგრძელონ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასიცილიაში უამინდობას მსხვერპლი მოყვა (ფოტო)