ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში შესვლას უკრძალავს CNN-ს, MSNBC-სა და Politico-ს „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო.
“ამაყად ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას „ყალბი ამბების“ გამავრცელებელ CNN-ს, MSNBC-ს (რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა MSNBC-დან, რადგან მაყურებელი და სანდოობა დაკარგა!) და Politico-ს (რომელმაც აშშ-ის მთავრობისგან — „თაღლითი ჯო ბაიდენის“ მმართველობის პერიოდში — მიიღო უკანონო და აბსურდული, 8-მილიონიანი კონტრაქტი; ეს აბსოლუტური რეკორდია და მიზნად მათ „გადარჩენას“ ისახავდა – ჩემთვის ეს კორუფციას ჰგავს!) – და ეს ყველაფერი მათი მხრიდან „ყალბი ამბების“ მუდმივი გავრცელების გამო ხდება!“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.







