27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ტრამპი: ჩვენ ველოდებით სრულ ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ჰეზბოლასა და ისრაელში

ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია მშვიდობის და ჩვენ მოვუწოდებთ ყველას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, შეინარჩუნონ თავიანთი მზაობა, რათა ჩვენი მოლაპარაკებები მშვენივრად განვითარდეს,– წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

,,ბაზრებს ძალიან მოსწონთ ის, რაც ხდება – ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა, აქციები კი მკვეთრად გაიზარდა. ჩვენ ველოდებით სრულ ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ჰეზბოლასა და ისრაელში”,- აცხადებს ტრამპი.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში დაწერა: “პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დღეს აშშ-ის ძალებმა მოხსნეს ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალ და იქიდან გამომავალ ყოველგვარ საზღვაო მიმოსვლაზე. ამერიკული ძალები არ აფერხებენ გემების ტრანზიტს არაბეთის ყურესა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებისკენ ან პორტებიდან.”

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: ომში უკრაინამ შეძლო ფრონტის ხაზის შენარჩუნება და ზოგიერთ ადგილას პოზიციების გაუმჯობესებაც კი
შემდეგი სტატიაირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, აშშ-სთან შეთანხმებას დაეთანხმა