ტრამპი – ჩვენ გავხდით ნაგავსაყრელი მსოფლიოსთვის, რომელიც დაგვცინის

აშშ-ის ისტორიაში თუ გადავხედავთ ათ ყველაზე ცუდ პრეზიდენტს, ვფიქრობ, ათივეს ერთად ისეთი ზიანი არ მიუყენებია ქვეყნისთვის, როგორც ეს ბაიდენმა გააკეთა, – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ მილუოკიში განაცხადა, სადაც ის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.

სიტყვით გამოსვლაში, ტრამპმა მხოლოდ ერთხელ მოიხსენია სახელით აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი. როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, ის მეტჯერ მას სახელით აღარ მოიხსენიებს.

„ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ ვართ ერი, რომელიც უკუსვლას განიცდის“. მისი ადმინისტრაციის დროს, საკვები პროდუქტების ფასები 50%-ით, საწავავი 60-დან 70%-მდე, იპოთეკური კრედიტები გაოთხმაგდა და ფაქტი ის არის, რომ სულ ერთია რამდენია, ფული მაინც არ გაქვთ“, – თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, ახლა ქვეყნის სამხრეთ საზღვართან, არალეგალური მიგრაციის კრიზისი მძვინვარებს.

„ჩვენ ასევე გვაქვს არალეგალური მიგრაციის კრიზისი და ეს ამ წუთებშიც ხდება, ვიდრე ჩვენ აქ, ამ დარბაზში ვიმყოფებით. ეს მასობრივი შეჭრაა ჩვენს სამხრეთ საზღვარზე, რომელიც ავრცელებს უბედურებას, დანაშაულს, სიღატაკეს, დაავადებებსა და დესტრუქციას საზოგადოებებში მთელ ქვეყანაში“.

ტრამპის თქმით, „ჩვენ გავხდით ნაგავსაყრელი მსოფლიოსთვის, რომელიც დაგვცინის“.

„მე დავასრულებ ამ უკანონო მიგრაციულ კრიზისს საზღვრის დაკეტვითა და კედლის მშენებლობის დასრულებით“.

ტრამპის თქმით, „თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს, ჩვენ დავიწყებთ ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უდიდეს ოპერაციას“.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რომ კრემლი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას
შემდეგი სტატიაზარქუა ნიკა გვარამიაზე – მოგიჭირეს ერთ ადგილას და მიხვდი, რომ ახლა სხვანაირად უნდა ალაპარაკდე და იჭიკჭიკო?