ჩვენ ან დავრწმუნდებით იმაში, რომ ირანს არ აქვთ ბირთვული იარაღი, ან მოგვიწევს რაიმე ძალიან მკვეთრი ზომების მიღება,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
,,ჩვენ წავიღებთ მაღალგამდიდრებულ ურანს, ჩვენ მას ხელში ჩავიგდებთ. ის ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ ის არ გვინდა. სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც მას ავიღებთ, გავანადგურებთ, მაგრამ მათ არ მივცემთ მისი ფლობის უფლებას. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახავთ, რა იქნება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამას ასე თუ ისე მაინც მივაღწევთ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მათი სარაკეტო პოტენციალის 85% გავანადგურეთ. ახლა მათთვის ძალიან რთულია რაკეტებისა და დრონების შექმნა“ – განაცხადა ტრამპმა.















