აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მას დაჰპირდა, რომ ირანს სამხედრო აღჭურვილობით არ დახმარება.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა.
“მან თქვა, რომ არ აპირებს მათთვის სამხედრო აღჭურვილობის მიცემას. ეს დიდი განცხადებაა. მან ეს დღეს თქვა,” – განაცხადა ტრამპა.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სი ძინპინმა მასთან საუბარში ირანთან ჩინეთის ეკონომიკური კავშირები აღნიშნა, კერძოდ კი ნავთობის შესყიდვები. ტრამპის თქმით, ჩინეთი “ბევრ ნავთობს” ყიდულობს ირანისგან და სი ძინპინმა მასთან საუბარში განაცხადა, რომ “მათ ამის გაგრძელება სურთ”.
ტრამპის განცხადებით ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ჰორმუზის სრუტის გახსნა სურს და უკმაყოფილება გამოთქვა ცნობებზე, რომ ირანი გადასახადს ითხოვს სრუტეში გავლისთვის.


















