ტრამპი ცდილობს, უკრაინას კაპიტულაცია აიძულოს.
ამის შესახებ სტატიას The Atlantic აქვეყნებს. The Atlantic-ში მიიჩნევენ, რომ ტრამპის განმარტება ამერიკელებისთვის საწვავზე ფასების შემცირების სურვილის შესახებ არადამაჯერებლად გამოიყურება.
„რუსული ექსპორტის პოტენციური მოცულობა ძალიან მცირეა იმისთვის, რომ სერიოზული გავლენა იქონიოს აშშ-ში არსებულ ფასებზე. გამოცემაში ვარაუდობენ, რომ მისი ახალი პოლიტიკის ნამდვილი მიზანი შესაძლოა სულ სხვა იყოს – აიძულოს უკრაინა შეწყვიტოს წინააღმდეგობა და ამავდროულად დაეხმაროს რუსეთის ეკონომიკას“ – წერია სტატიაში.

















