“დღეს ბეირუთზე თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო, განსაკუთრებით ასეთ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ჩვენ ასე ახლოს ვართ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან,- წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
,,ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი საფრთხეებისგან, თუმცა თავდასხმა, რომელსაც მან უპასუხა, ძალიან მცირე და უმნიშვნელო იყო – არავინ დაშავებულა, დაზიანებულა ან დაღუპულა და ამას არ უნდა შეეფერხებინა ეს მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომელიც რეგიონში, მათ შორის ლიბანში, მშვიდობას მოიტანს და ყველა მხარემ უკან უნდა დაიხიოს. ისრაელის მხრიდან აღარ უნდა განხორციელდეს თავდასხმები ლიბანის არც ერთ წერტილში, თუმცა, ამავდროულად, არც ერთი სხვა მხარისგან, მათ შორის ჰეზბოლასგან, აღარ უნდა მოხდეს თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი და მშვენიერი მშვიდობის დასაწყისი – მოდით, ყველაფერს წყალში ნუ ჩავყრით,-წერს ტრამპი.
დღეს ისრაელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში ჰეზბოლას სამიზნეებს დაარტყეს. IDF-ისა და ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით მათ ჰეზბოლას ტერორისტულ სამიზნეები ბეირუთის დაჰიეს რაიონში, ისრაელის ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნის საპასუხოდ დაბომბეს.


















