ტრამპი: ბაიდენი უკრაინას ნატოში გაწევრიანებას არ უნდა დაჰპირებოდა, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაიწყო ომი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების დაპირება არასდროს უნდა მიეცა. ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა All In-ის პოდკასტის ეთერში განაცხადა, წერს European Pravda.

ტრამპის თქმით, რუსეთის შეჭრა განაპირობა სწორედ უკრაინის განზრახვამ, ნატოში გაწევრიანებულიყო.

„20 წელია, მესმის, რომ თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, ეს რუსეთისთვის რეალური პრობლემა იქნება. ეს დიდი ხანია, მესმის. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაიწყო ეს ომი. ბაიდენი მუდმივად არასწორს ამბობდა და ერთ-ერთი არასწორი ნათქვამი იყო ის, როცა მან თქვა, რომ უკრაინა ნატოში შევიდოდა. როდესაც ეს მოვისმინე, ვიფიქრე: ეს ბიჭი ომს დაიწყებს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის შეერთებული შტატების პრეზიდენტად რომ დარჩენილიყო, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყებოდა.

„ოთხი წლის განმავლობაში არავის უთქვამს, რომ რუსეთი უკრაინაში შევიდოდა. ეს არასდროს მოხდებოდა. რუსეთი არ აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას. როგორც კი წავედი [თეთრი სახლიდან], მათ საზღვრებთან განლაგება დაიწყეს. მე კი მეგონა, რომ პუტინი, რომელიც კარგი მომლაპარაკებელია, ამას მოლაპარაკების მიზნით აკეთებდა. მერე უცებ თავს დაესხნენ [უკრაინას]. ბაიდენმა თქვა იმის საპირისპირო, რაც ვფიქრობდი, რომ უნდა ეთქვა. ის, რაც მან თქვა და ახლაც ამბობს, სიგიჟეა“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა