11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ტრამპი: აშშ თავის სამხედრო ხომალდებს „საუკეთესო იარაღით“ ავსებს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ თავის სამხედრო ხომალდებს „საუკეთესო იარაღით“ ავსებს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება.

„ნიუ იორკ პოსტთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ „ამას დაახლოებით 24 საათში გავიგებთ“.

„ჩვენ გემებს ვავსებთ ოდესმე წარმოებული საუკეთესო იარაღით, თუნდაც უფრო მაღალი დონით, ვიდრე სრული განადგურებისთვის ვიყენებთ. შეთანხმება თუ არ გვექნება, ჩვენ მათ გამოვიყენებთ, ძალიან ეფექტურად გამოვიყენებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც „არ იცი, სიმართლეს ამბობენ თუ – არა“.

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 11 აპრილს პაკისტანში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში შესაძლოა, ფქვილის სავალდებულო მარკირება დაიწყოს
შემდეგი სტატიასაქართველოში, 2025 წელს ბუნებრივი აირის გაჟონვის, აფეთქების გამო 18 ადამიანი გარდაიცვალა