3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ტრამპი: აშშ-ს შეუძლია, ირანის დამატებითი ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია, ირანის დამატებითი ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე, რა დამატებითი სამხედრო ნაბიჯებია საჭირო, რათა ირანთან ომი დასრულდეს, ტრამპმა უპასუხა, რომ საჭიროა იგივე მოქმედებების გაგრძელება.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკვე მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მისივე თქმით, აშშ-ს ჯერ კიდევ არ აქვს მიზანში ამოღებული გარკვეული ობიექტები, თუმცა მათი განადგურება სწრაფად არის შესაძლებელი.

„ჩვენ გარკვეულ ობიექტებს ჯერჯერობით არ ვეხებით, თუმცა თუ ამას გავაკეთებთ, შეგვიძლია უკვე დღესვე, ფაქტობრივად, ერთ საათში. ამის შემდეგ მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, ქვეყანა თავიდან აღადგინონ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია ირანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმაა.

„ჩვენ მათ იმაზე ძლიერად დავარტყით, ვიდრე ისტორიის განმავლობაში პრაქტიკულად ნებისმიერ ქვეყანას დაურტყამს და ჯერ ეს დასრულებული არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი – “დიდ შვიდეულში” კონსენსუსია, რომ რუსეთის მიმართ პოზიცია არ უნდა შევცვალოთ
შემდეგი სტატიაუნგრეთის ენერგეტიკის სახელმწიფო მდივანი: უნგრეთის დელეგაცია უკრაინაში „დრუჟბის“ დახურვის მიზეზების გამოსაძიებლად ჩავიდა