ტრამპი – აშშ-ს მიერ მართული მსოფლიო წესრიგის დასარული

 ,,მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი 4 თვეა აშშ-ს პრეზიდენტია, ამ დრომდე შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რაში შეიძლება გადაიზრდოს მისი მოღვაწეობა. მიუხედავად ამისა, მისი პრეზიდენტობა უკვე გახდა რევოლუციური მომენტი.

ტრამპმა საფუძვლიანად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ რას წარმოადგენს აშშ. ჩვენ ვცხოვრობთ აშშ-ს მიერ შექმნილ სამყაროში… და ახლა ისინი ამას ანგრევენ,, წერს Financial Times-ის მიმომხილველი მარტინ ვულფი თავის სტატიაში. ,,ტრამპმა უკვე საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა თავად დასავლეთის იდეაზე. დასავლური ქვეყნების ალიანსი, იმავე დროს უმსხვილესი ეკონომიკური ბლოკია მსოფლიოში და უდიდესი საცავი სამეცნიერო ცოდნისა და საქმიანი გამოცდილებისა…. და ის ინგრევა. როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, ევროპა აწი აშშ-ს იმმედზე ვერ იქნება. შესაძლებელია ასე ლაპარაკი არაგონივრულია, მაგრამ მერკელი რა თქმა უნდა მართალი იყო.

ტრამპს ეტყობა, რომ ევროპელებზე მეტ უპირატესობას ავტოკრატებს ანიჭებს. ის თბილად ეპყრობა თურქეთის და ფილიპინების პრეზიდენტებს ტაიპ ერდოღანტს და როდრიგო დუტერტეს, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე. როგორც ჩანს, მას საერთოდ არ ანაღვლებს დემოკრატია და ადამიანის უფლებები,, აცხადებს მარტინ ვულფი, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობას ,,აშშ-ს მიერ მართული მსოფლიო წესრიგის დასარულად,, მიიჩნევს.

 

სააგენტო ,,თაიმერი,,

 

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიაNATO-ს თვითმფრინავები რუსეთის საზღვრებთან გამოჩნდნენ