15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ტრამპი: აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები კუბაზე კონტროლს ირანიდან დაბრუნებისას დაამყარებს

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები კუბაზე კონტროლს ირანიდან დაბრუნებისას დაამყარებს,_ ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„კუბას პრობლემები აქვს. ირანიდან დაბრუნებისას მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ სანაპიროდან დაახლოებით 100 იარდის დაშორებით გაჩერდება, ისინი კი იტყვიან: „მადლობა. ჩვენ ვნებდებით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც კუბაზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ასევე, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა.

banner
წინა სტატიაში“აგერ ნახავთ, თუ არ აისახება ფასებზე”- ირაკლი ჭეიშვილი დასკვნაზე
შემდეგი სტატიამუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა