15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ტრამპი: სპეციალური წარმომადგენლები ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ გაემგზავრებიან,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუს დროს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის დელეგაციისთვის 18-საათიან ფრენას აზრი არ აქვს, როდესაც მისივე თქმით, ირანთან კონფლიქტში ყველა კოზირი ამერიკის მხარესაა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ აშშ-ს.

„ცოტა ხნის წინ ჩემს ხალხს, რომლებიც უკვე გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, ვუთხარი -„არა, თქვენ იქ წასასვლელად 18-საათიან ფრენას არ განახორციელებთ. ჩვენ ყველა კოზირი გვაქვს. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდნენ, მაგრამ თქვენ აღარ გააკეთებთ 18-საათიან ფრენებს იმისთვის, რომ იქ იჯდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ”, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის დედაქალაქი ისლამაბადი დატოვა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხების შემდეგ ის საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური: სახელმწიფო ენერგოკომპანიაში 30 332 ლიტრი საწვავი დასაბუთების გარეშე გაიცა