26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ტრამპი: აშშ-ის გარეშე, ჩემს გარეშე ისრაელი არ იარსებებდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის და მის გარეშე ისრაელი არ იარსებებდა, რადგან არცერთი სხვა პრეზიდენტი არ იყო მზად გაეკეთებინა ის, რაც მან გააკეთა.

მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„ნეთანიაჰუთი იმედგაცრუებული არ ვარ. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ ახლა ბიბი ლიბანთან დაკავშირებით უფრო პასუხისმგებლობიანი უნდა იყოს“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ნეთანიაჰუთი იმედგაცრუებული.

ტრამპმა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გააკრიტიკა ნეთანიაჰუ, რადგან მიაჩნდა, რომ ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმების განხორციელება აშშ-ირანის შეთანხმების დადებას ართულებდა. ირანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება ლიბანსაც მოიცავდეს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გასხვისება შესაძლებელი აღარ იქნება
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – როცა გვაქვს არჩევანი, დავუჯეროთ ბრიუსელს თუ საქართველოს ეკლესიას, ჩვენ ვირჩევთ ეკლესიას