აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის ბლოკადის გამო ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურა, შესაძლოა, სამ დღეში აფეთქდეს.
“როდესაც სისტემაში ნავთობის უზარმაზარი ნაკადები მოძრაობს და ეს ხაზი მოულოდნელად იკეტება, რადგან ბლოკადის გამო გემები აღარ გყავთ და ნავთობის გადატვირთვას ვეღარსად ახერხებთ, ხდება ისე, რომ სისტემაში წნევა იმდენად იზრდება, რომ მილები შიგნიდან ფეთქდება, როგორც ზედაპირზე, ისე მიწისქვეშა საბადოებში.
ეს არის რაღაც, რაც უბრალოდ ხდება, ის ფეთქდება. ამბობენ, რომ სულ რაღაც სამი დღეა დარჩენილი იქამდე, სანამ ეს მოხდება. ხოლო როდესაც ის აფეთქდება, თქვენ მას ვერასდროს, ვერანაირ პირობებში ვერ აღადგენთ იმ სახით, როგორიც მანამდე იყო“,– განაცხადა დონალდ ტრამპმა.















