ტრამპი: არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინი და მე არ შევხვდებით

არაფერი მოხდება იქამდე, ვიდრე მე და პუტინი არ შევხვდებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დაუსვეს კითხვა.

„არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინი და მე არ შევხვდებით, კარგი? ცხადია, ის არ აპირებდა წასვლას. ის არ წავიდოდა, თუ იქ არ ვიქნებოდი. მოგწონს ეს თუ – არა, არ მჯერა, რომ რამე მოხდება, ვიდრე ჩვენ არ შევხვდებით, მაგრამ ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის იმედგაცრუებული არ არის.

„იმედგაცრუებული არ ვარ. რატომ უნდა ვიყო? ჩვენ ახლახან მივიღეთ ოთხი ტრილიონი დოლარი და თქვენ იმედგაცრუებული ხართ დელეგაციით? მე არაფერი ვიცი დელეგაციის შესახებ, არც კი შემიმოწმებია“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშირუტე: რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა სტამბოლში
შემდეგი სტატიაწარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება